დატაცენტრი

UGT Cloud განთავსებულია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მონაცემთა ცენტრის ბაზაზე, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია 2 სხვადასხვა მარშრუტის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხით. UGT DC-1 (ვაჟა AZ) და UGT DC-2 (ილია AZ) აგებულია Tier III დიზაინის მიხედვით, სპეციალურად კორპორატიული ორგანიზაციების კრიტიკული IT საჭიროებებისთვის და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების მართვის ISO/IEC 27001 და ISO/IEC 27017 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ქვემოთ მოცემულია UGT DC-1 / DC-2 მონაცემთა ცენტრების ფიზიკური და საინჟინრო ინფრსტრუქტურის მოწყობის მოკლე აღწერილობები.

ფიზიკური დაშვების კონტროლი

მონაცემთა ცენტრებში განთავსებული აქტივების სათანადოდ დაცვის მიზნით, მოქმედებს მრავალ-დონიანი ფიზიკური დაშვების სისტემა და პროცედურები. სამანქანო დარბაზში მოხვედრა შესაძლებელია რამდენიმე უსაფრთხოების პერიმეტრის გადალახვით, რომელთაგანაც თითოეული დაცულია ორ-კომპონენტიანი დაცვის სისტემით. დაშვების მკაცრი პროტოკოლი, ფიზიკურ ბარიერებთან და ვიდეო მონიტორინგის სისტემასთან ერთად, უზრუნველყოფს ობიექტის უცხო პირთა არასანქცირებული შეღწევისაგან მაქსიმალურ დაცვას.

გარანტირებული ელექტრომომარაგება

შემომავალი ელექტრო მომარაგება დარეზერვებულია დუბლირებული დიზელ-გენერატორების სისტემით, რომლებიც ავტონომიურად კვებავენ მონაცემთა ცენტრებს 72 საათის განმავლობაში. შემოსული ელექტროენერგია იფილტრება და სტაბილიზდება სპეციალური რეგულატორების გავლით, რის შემდგომაც ხდება მისი ორმაგი გარდაქმნა უწყვეტი კვების ონლაინ სისტემების მიერ, რომლებიც ასევე დუბლირებულია და სხვადასხვა გზებით აწვდის დენს სამანქანო დარბაზში განთავსებულ სასერვერო დგარებს.

გაგრილება და კონდიცირება

მონაცემთა ცენტრებში ტემპერატურის კონტროლს და გაგრილებას უზრუნველყოფს პრეციზიული კონდიცირების სისტემა ორმაგი რეზერვირებით და ჰაერის გაგრილების დუბლირებული კონტურით. მაღალხარისხიანი დანადგარების ბაზაზე აგებული ინდუსტრიული სისტემა გარანტირებულად უზრუნველყოფს სამანქანო დარბაზისთვის დადგენილი ტემპერატურის შენარჩუნებას.

ხანძარაღმოჩენა და ქრობა

მონაცემთა ცენტრები აღჭურვილია ხანძრის ადრეული აღმოჩენის სისტემით, რომელიც სულ მცირე დაკვამლიანების იდენტიფიკაციასაც კი ახდენს. ხოლო თანამედროვე ხანძარქრობის სისტემა კი ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდაციას სპეციალური აირის მეშვეობით.

ვიდეო მონიტორინგი

მონაცემთა ცენტრების შიდა ტერიტორია, ისევე როგორც გარე პერიმეტრი, იმყოფება 24 საათიანი ვიზუალური კონტროლის ქვეშ და ხორციელდება უწყვეტი ჩაწერა ცენტრალიზებული ვიდეო მონიტორინგის მეშვეობით.

პარამეტრების კონტროლი (ტემპერატურის)

გარდა ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისა, მონაცემთა ცენტრებში ხორციელდება სხვა მრავალი პარამეტრის კონტროლი. დენისა და ძაბვის პარამეტრები, ჰაერის ნაკადები, ვიბრაცია, წყლის გაჟონვა, კარების გაღება-დახურვა თუ სხვა მრავალი პარამეტრი მუდმივი გაზომვისა და დაკვირვების რეჟიმშია..

უსაფრთხოების მართვა

მონაცემთა ცენტრებში მიმდინარე ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების პროცესები იმართება მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დასტურდება ISO 27001 სერტიფიკატით.

image