დატაცენტრი

UGT-ის მონაცემთა ცენტრი DC-1 მდებარეობს თბილისში და აგებულია სპეციალურად კორპორატიული ორგანიზაციების კრიტიკული IT საჭიროებებისთვის.

ფიზიკური დაშვების კონტროლი

მონაცემთა ცენტრში განთავსებული აქტივების სათანადოდ დაცვის მიზნით, მოქმედებს მრავალ-დონიანი ფიზიკური დაშვების სისტემა და პროცედურები. სამანქანო დარბაზში მოხვედრა შესაძლებელია რამდენიმე უსაფრთხოების პერიმეტრის გადალახვით, რომელთაგანაც თითოეული დაცულია ორ-კომპონენტიანი დაცვის სისტემით. დაშვების მკაცრი პროტოკოლი, ფიზიკურ ბარიერებთან და ვიდეო მონიტორინგის სისტემასთან ერთად, უზრუნველყოფს ობიექტის უცხო პირთა არასანქცირებული შეღწევისაგან მაქსიმალურ დაცვას.

გარანტირებული ელექტრომომარაგება

შემომავალი ელექტრო მომარაგება დარეზერვებულია დუბლირებული დიზელ-გენერატორების სისტემით, რომლებიც ავტონომიურად კვებავენ მონაცემთა ცენტრს 72 საათის განმავლობაში. შემოსული ელექტროენერგია იფილტრება და სტაბილიზდება სპეციალური რეგულატორების გავლით, რის შემდგომაც ხდება მისი ორმაგი გარდაქმნა უწყვეტი კვების ონლაინ სისტემების მიერ, რომლებიც ასევე დუბლირებულია და სხვადასხვა გზებით აწვდის დენს სამანქანო დარბაზში განთავსებულ სასერვერო დგარებს.

გაგრილება და კონდიცირება

მონაცემთა ცენტრში ტემპერატურის კონტროლს და გაგრილებას უზრუნველყოფს პრეციზიული კონდიცირების სისტემა ორმაგი რეზერვირებით და ჰაერის გაგრილების დუბლირებული კონტურით. მაღალხარისხიანი დანადგარების ბაზაზე აგებული ინდუსტრიული სისტემა გარანტირებულად უზრუნველყოფს სამანქანო დარბაზისთვის დადგენილი ტემპერატურის შენარჩუნებას.

ხანძარაღმოჩენა და ქრობა

მონაცემთა ცენტრი აღჭურვილია ხანძრის ადრეული აღმოჩენის სისტემით, რომელიც სულ მცირე დაკვამლიანების იდენტიფიკაციასაც კი ახდენს. ხოლო თანამედროვე ხანძარქრობის სისტემა კი ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდაციას სპეციალური აირის მეშვეობით.

ვიდეო მონიტორინგი

მონაცემთა ცენტრის შიდა ტერიტორია, ისევე როგორც გარე პერიმეტრი, იმყოფება 24 საათიანი ვიზუალური კონტროლის ქვეშ და ხორციელდება უწყვეტი ჩაწერა ცენტრალიზებული ვიდეო მონიტორინგის მეშვეობით.

პარამეტრების კონტროლი (ტემპერატურის)

გარდა ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისა, მონაცემთა ცენტრში ხორციელდება სხვა მრავალი პარამეტრის კონტროლი. დენისა და ძაბვის პარამეტრები, ჰაერის ნაკადები, ვიბრაცია, წყლის გაჟონვა, კარების გაღება-დახურვა თუ სხვა მრავალი პარამეტრი მუდმივი გაზომვისა და დაკვირვების რეჟიმშია..

უსაფრთხოების მართვა

მონაცემთა ცენტრში მიმდინარე ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების პროცესები იმართება მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დასტურდება ISO 27001 სერტიფიკატით.

image