ღრუბლოვან გარემოში მიგრაციის სერვისი დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი ორგანიზაციის ფიზიკური და ვირტუალური სასერვერო ინფრასტრუქტურის, ქსელისა და უსაფრთხოების კომპონენტების უსაფრთხო მიგრაცია ჩვენს მონაცემთა დამუშავების ცენტრში, დამატებითი საინჟინრო რესურსების მობილიზაციისა და სერვისების ხანგრძლივი ჩავარდნის გარეშე.
თქვენ არ გჭირდებათ დროის და რესურსისდახარჯვა საკუთარი სპეციალისტების მოსაძებნად, მომზადებასა და შენარჩუნებაზე. ჩვენი ინჟინრების პროფესიული გამოცდილება, რომლებიც ყოველდღიურად წყვეტენ შესაბამის ამოცანებს, დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეამციროთ საოპერაციო ხარჯები, არამედ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.
თუ თქვენი ორგანიზაცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ღრუბლოვანი სერვისების დასანერგად არ გყოფნით ტექნიკური ექსპერტიზა, საინჟინრო რესურსები და დრო, ჩვენი პროფესიული საკონსულტაციო სერვისები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. საკონსულტაციო სერვისების გამოყენებით თქვენ შეძლებთ უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ მოახდინოთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის მიგრაცია ღრუბლოვან გარემოში და ასევე გაამარტივოთ ახალი პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების დანერგვა ახალ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.